თეა წულუკიანმა საერთაშორისო სავაჭრო პალატას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო
თარიღი: 26 მარტი 2018
იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შეხვდა. თეა წულუკიანმა საბჭოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელთა ერთ-ერთი მიზანი ბიზნესის ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა. შრომის კანონმდებლობის რეფორმა, აღსრულების ინოვაციური სისტემა, ახალი კანონმდებლობა მეწარმეობის შესახებ, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ახალი რეგულაციები, სპეციალური პალატები და მედიაციის კანონი ბიზნესდავებისათვის, არბიტრაჟის სისტემის რეფორმა - ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის თქმით, კანონის უზენაესობის პრინციპი უმნიშვნელოვანესია ბიზნესის განვითარებისათვის; მართლმსაჯულების სისტემაში ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმები კი, კანონის უზენაესობისა და მისი ეფექტური აღსრულების მიზნებს ემსახურება. მინისტრმა ისაუბრა შრომის კანონმდებლობის, გადახდისუუნარობის, მეწარმეობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმებზე მუშაობისას საქართველოს მთავრობა ყოველთვის ცდილობდა, გაეთვალისწინებინა, სხვებს შორის, ბიზნესსექტორის ინტერესებიც. მან ვრცლად მიმოიხილა აღსრულების ახალი კოდექსის პროექტი და მისი ძირითადი პრინციპები.
საუბარი შეეხო მართლმსაჯულების რეფორმის სამ ტალღას, რომელმაც უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია, დააბრუნა სატელევიზიო კამერები სასამართლო დარბაზებში; დაამკვიდრა მოსამართლეთა შეფასების სისტემა და შეიმუშავა მისი კრიტერიუმები; დანერგა სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა.
თეა წულუკიანმა იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რომლებიც სასამართლო სისტემაში იგეგმება. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდის მიზნით ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული პალატები შეიქმნება. რეფორმა განტვირთავს სასამართლო სისტემას, ბიზნესს კი, დავების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტის საშუალებას მისცემს. მინისტრმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, მედიაციის შესახებ კანონსა და საარბიტრაჟო კანონმდებლობაზე.
იუსტიციის მინისტრის მოხსენების შემდეგ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებსა და მოწვეულ მომხსენებელს შორის დისკუსია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები: საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა უმსხვილესი ბიზნესორგანიზაციაა, რომელშიც შედის 6.5 მილიონი ბიზნესორგანიზაცია და 12.000 სავაჭრო პალატა. საერთაშორისო სავაჭრო პალატა გლობალურ დონეზე რეგულარულად გადის კონსულტაციებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს- და არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.