საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს - „ყოფილ პატიმართათვის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთათვის, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ტატუს მოშორება“.

თარიღი: 04 მარტი 2019

 
იუსტიციის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, N2 და N11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს, აღნიშნული სამიზნე ჯგუფისათვის არასასურველი ტატუს მოშორება, რათა მოხდეს მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.
 
 
ლოტი #
 
პროგრამის დასახელება / მიმართულება
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა
 
 
01-001-2019
„ყოფილ პატიმართათვის, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთათვის, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის ტატუს მოშორება“  
49 000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარი
 
 
საქართველო
 
საგრანტო კონკურსის მნიშვნელოვანი ვადები:
 
საგრანტო კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება  
2019 წლის 4 მარტი
 
საგრანტო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა განსაზღვრავს საგრანტო საბჭო, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 18 მარტის 15:00 საათისა
საგრანტო განაცხადების შეფასება 2019 წლის 19 მარტი - 2019 წლის 1 აპრილი
გადაწყვეტილების გამოქვეყნება არაუგვიანეს 2019 წლის 2 აპრილი
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება სავარუდო თარიღი: 2019  წლის 22 აპრილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=297510&lang=ge