საქართველოს მთავრობამ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა
თარიღი: 30 იანვარი 2020
იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა, საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტი წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და საქართველოს კანონმდებლობაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ასახვაა.
პარლამენტის მიერ კანონის პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს პირველად ექნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შშმ პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს. შშმ პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებას კანონის პროექტი აკისრებს სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანოებს, განისაზღვრება სხვადასხვა უწყების ვალდებულებები, მოამზადონ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონის ეფექტური აღსრულებისათვის ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე, საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაციისა და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ვალდებულება გარემოს შშმ პირთა საჭიროებების შესაბამისად ადაპტაციის შესახებ. ქვეყანაში არსებული შენობა-ნაგებობების შშმ პირთა საჭიროებებზე მორგება ეტაპობრივად, 15-წლიან ვადაში უნდა განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური (ტექნიკური) მიზეზების გამო, სახელმწიფომ უნდა გამონახოს ალტერნატიული გზები შშმ პირთათვის ამ ინფრასტრუქტურის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ახალი ნაგებობები კი, რასაკვირველია, თავიდანვე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამის საჭიროებებზე მისადაგებული.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ისეთი ახალი სერვისის შემოტანას, როგორიცაა პერსონალური ასისტენტის მომსახურება. ეს სერვისი მუნიციპალიტეტების მიერ იქნება გაცემული და ხელს შეუწყობს შშმ პირებს დამოუკიდებლად ცხოვრებაში. სერვისის გაცემის დაწყება კი დამოკიდებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სერვისის მოცულობის განსაზღვრაზე.
მუნიციპალიტეტებს სხვა ვალდებულებებიც განესაზღვრებათ: მათ ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისეთი ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც ეს პირები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს; აგრეთვე, ხელი უნდა შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკონსულტაციო და სხვა მხარდაჭერის სერვისების დანერგვას და განვითარებას.
ახალი კანონის მნიშვნელოვანი სიახლე იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრისას სამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლა. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც პირისათვის მისანიჭებელი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და მისი ხარისხი, სამედიცინო ჩვენებასთან ერთად, მისი რეალური საჭიროებების შეფასების საფუძველზე განისაზღვრება. ამავე პრინციპით დადგინდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიების მოცულობაც. საამისოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა წარმოადგინოს ამ მოდელზე სრულად გადასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯების დეტალური გეგმა.
კანონპროექტს პირველად შემოაქვს „ქართული ჟესტური ენის“, როგორც საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალების, განმარტება და ავალდებულებს სახელმწიფოს, აღიაროს იგი და შექმნას ყველა აუცილებელი წინაპირობა მისი სათანადოდ გამოყენებისათვის იმ პირთა მიერ, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.
საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რეგულაციებს იმისათვის, რომ შშმ პირებისათვის სრულად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა. ამისათვის იქმნება სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი. ამ სტატუსის მქონე ორგანიზაციები შშმ პირთა უფლებების დაცვას სასამართლოში ყოველგვარი ბარიერისა და დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე შეძლებენ.
კანონის ცხოვრებაში გატარების რეალური გარანტიების შესაქმნელად შემუშავდება ერთიანი 15-წლიანი სამთავრობო სტრატეგია. ამ სტრატეგიის საფუძველზე სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება ამავე პერიოდში საკუთარი ვალდებულებების სრულად შესასრულებლად. გარდა ამისა, სამთავრობო დონეზე შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი.
კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შშმ პირთა უფლებებისა და ღირსების დაცულობა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო.
შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა გამომდინარეობს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენციიდან, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა.
წარმოდგენილი კანონპროექტი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, შშმ პირთა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო დონორებმა და ექსპერტებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. კანონის პირველადი პროექტი მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც აერთიანებს 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაში იუსტიციის სამინისტრო 2017 წელს ჩაერთო. 2018 წლის მარტში პროექტის ამჟამინდელი რედაქცია, რომელზეც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციის ფარგლებში მუშაობდნენ, საბოლოოდ შეჯერდა და იმავე წლის აპრილში მის გარშემო საჯარო დისკუსია გაიხსნა. დისკუსიის დასრულების შემდეგ კანონპროექტზე ფინანსური გაანგარიშება შეასრულა „გაერო-ს განვითარების პროგრამამ“.კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ფინანსთა; საგარეო საქმეთა; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; შინაგან საქმეთა; ყოფილი სასჯელაღსრულების სამინისტროები; მთავრობის ადმინისტრაცია; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ტურიზმის ეროვნული სააგენტო; ცესკო; საჯარო სამსახურის ბიურო; იურიდიული დახმარების სამსახური; პროკურატურა; სახალხო დამცველის აპარატი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი; საერთაშორისო ორგანიზაციები: ბრიტანეთის საბჭო, გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF); „გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP); „World Vision − საქართველო“; „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ („GIZ“), „ევროკავშირი საქართველოსთვის“ (EU 4 JUSTICE), „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SAVE THE CHILDREN); „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAD); აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათთვის სერვისების მიმწოდებელთა გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.