მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელო“ დაამტკიცა
თარიღი: 30 იანვარი 2020
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს შემუშავებული „ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სახელმძღვანელო“ დაამტკიცა. სახელმძღვანელო სამართალშემოქმედების სპეციალისტებსა და საჯარო მოხელეებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების სპეციფიკის გარკვევაში დაეხმარება.
სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს სახელმწიფო სტრუქტურებს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის წარმატებით განხორციელებაში. დოკუმენტში მოცემულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების პრაქტიკული სამუშაოს სრული მონახაზი და დაწვრილებითაა აღწერილი მეთოდოლოგია პროცესის ეფექტიანობისთვის. დოკუმენტი მდიდარია პრაქტიკული მასალითა და მაგალითებით.
ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. გარდა ვალდებულებისა, ეს პროცესი ქვეყანას დაეხმარება სრულფასოვანი ევროპული ტიპის ინსტიტუციური დემოკრატიისა და სამართლებრივი სისტემის შექმნას.
სახელმძღვანელოს ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.