იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თარიღი: 22 აპრილი 2021
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევით წარმატებით დასრულებულ მედიაციაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. აღინიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მთელი ძალისხმევა მიმართოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისათვის.