რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა №18 დაწესებულებაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს“

თარიღი: 08 ნოემბერი 2021
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, როდესაც პატიმარი სააკაშვილი №18  დაწესებულებაში  შესახლდა, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.
 
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18  დაწესებულებაში, მან, სამწუხაროდ, მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. აქვე გეტყვით, რომ ეს არიან ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას“, – განაცხადა რატი ბეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
 
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
 
„რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინ არ  უნდა იყოს ის, ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენ საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც თვეების განმავლობაში საკუთარ ოჯახის წევრებსაც კი ვერ ნახულობენ ასე მოექცეს. საზოგადოებისთვის ყველაფერი  მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებსგანაცხადა რატი ბრეგაძემ.