​იუსტიციის სამინისტროს განცხადება

თარიღი: 08 ნოემბერი 2021
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18  დაწესებულებაში, მან,  როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
 
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპეეციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება