რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა“

თარიღი: 17 დეკემბერი 2021
,,ვისაც ჩემი გამოსვლა პერსონალურად ეხებოდა, ეს იყო ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ჩემი გამოსვლა ეხებოდა მთლიანად სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს“ - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კითხვას მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. 

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 292 ვიზიტორი მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. სარგებლობდა ყველა უფლებით, როგორც ყველა სხვა პატიმარი. ყველა სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, რაც კი დასჭირდა. იმავე მე-12 დაწესებულებაში სპეციალურად მორიგეობდა რეანომობილი, რომ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების თეორიული შანსიც გამორიცხული. 

,,რაც შეეხება წერილობით თანხმობას, მე ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო სალომე, გეცოდინებათ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამა, შეგიძლიათ გახსნათ პატიმრობის კოდექსი და ნახოთ 46-ე მუხლი და თქვენვე გასცემთ თქვენს თავს პასუხს, საჭირო იყო თუ არა წერილობითი თანხმობა“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. 

მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის  განცხადებასაც უპასუხა: ,, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენ კი მიჩვეული ხართ არაფორმალურ მმართველობას. გყავთ არჩეული თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს ისარგებლოს საქართველოში აქტიური ან პასიური საარჩევნო უფლებით. თქვენ პარტიულ სტრუქტურას კი არ ემორჩილებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ამაზე კლასიკური არაფორმალურ მმართველობაზე თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ, მე ტაშს დაგიკრავთ-  განაცხადა რატი ბრეგაძემ.