თარიღი: 04 იანვარი 2009 00:00:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა ოჯახების პატარა წევრებისათვის 3-4 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე ბავშვებმა ილუზიონიტს ზურაბ ვადაჭკორიას შოუ იხილეს. მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ წარმოდგენაში, სხვადასხვა თამაშსა და კონკურსში. ღონისძიების დასასრულს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.