თარიღი: 28 თებერვალი 2014 19:21:49
28 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ქვეყანაში აკრედიტებული მისიები; დიდი ბრიტანეთის საელჩო.