თარიღი: 01 ნოემბერი 2013 11:46:18
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დღეს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტი გაიხსნა. ლონდონის სამიტზე საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. ყოველწლიური სამიტის მონაწილეებს, რომელშიც 61 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის, სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები არიან, დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მიმართა.&