თარიღი: 05 ნოემბერი 2013 12:45:51
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ − 25-ე რაუნდში, მონაწილეობს.დღეს, 5 ნოემბერს, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები, სადაც საერთაშორისო ექსპერტები მოლაპარაკების მხარეებს შეხვდებიან და პრეზენტაციას წარუდგენენ გადაადგილების თავისუფლების შესახებ − როგორია საერთაშორისო-ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების პრაქტიკა ამ საკითხზე