თარიღი: 26 დეკემბერი 2012 19:18:14
საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნულ არქივში დღეს გაიმართა იმ მოქალაქეების მიღება, რომლებმაც ბოლო წლებში ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცეს მათ საოჯახო არქივებში დაცული ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე დოკუმენტები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ეროვნული საარქიუვო ფონდის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისათვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.