თარიღი: 15 აპრილი 2019 18:24:55
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში გატარებ
თარიღი: 17 აპრილი 2019 15:02:55
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს ფელიქს ბრაზს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთი დღით, სპეციალურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად ჩამოვიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებ
თარიღი: 17 აპრილი 2019 17:38:57
იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ხელმძღვანელს შეხვდა. თეა წულუკიანმა და აფშან ხანმა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს საქართველოს უცხოეთში თავისი არასრულწლოვანი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. თეა წ
თარიღი: 18 აპრილი 2019 10:18:00
იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის (UNHCR) ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ფან დერ კლაუსმა.ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი ლტოლვილთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულთა უფლებების დაცვის სფე
თარიღი: 24 აპრილი 2019 17:51:02
იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შე
თარიღი: 25 აპრილი 2019 17:41:29
საქართველოს პარლამენტი მედიაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს. იურიდიული კომიტეტი ცვლილებებზე მსჯელობს, რომელიც დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მედიაციის ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და საქართველოს მთავრობამ ის 2019 წლის 12 მარტს დაამტკიცა.მედიაცია სამოქალაქო დავებ
თარიღი: 01 მაისი 2019 19:20:36
საქართველოს პარლამენტმა მედიაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა პლენარულ სხდომაზე. კანონპროექტი დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მედიაციის ხელშეწყობის მიზნით იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და საქართველოს მთავრობამ ის 2019 წლის 12 მარტს დაამტკიცა. მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყ
თარიღი: 02 მაისი 2019 12:05:14
„დეპორტირებულების საქმეზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით (რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა კომპენსაციის ნაწილშიც მოუგო) რუსეთის ფედერაციას საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. ეს თანხა განაწილდება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა