თარიღი: 11 მარტი 2014 19:00:48
11 მარტს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენელები. ღ
თარიღი: 12 მარტი 2014 19:05:55
12 მარტს სასამართლოს რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იმსჯელეს. იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომა
თარიღი: 14 მარტი 2014 13:01:34
14 მარტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ ინგებორგ გისლადოტირს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა სტუმარს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები და ინიციატივები გააცნო და ამ საკითხების შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოსაზრებებიც მოისმინა.საუბარი შეეხო დისკრიმინაციის წ
თარიღი: 20 მარტი 2014 16:22:58
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდასაჭერად მრგვალი მაგიდა გაიმართა. ღონისძიება, რომელშიც საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე, ქალთა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გახსნეს. აშს-ს ელჩმა პოლიტიკაში ქალის როლზე ისაუბრა და საქართველოს იუსტიციის მინ
თარიღი: 21 მარტი 2014 13:06:34
იუსტიციის სამინისტროში ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობაზე მომუშავე თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფების წევრებმა იმსჯელეს სახელმწიფო, კომერციულ, პერსონალურ და პროფესიულ საიდუმლოებაზე ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში; დისკუსია გაიმართა კომერციული საიდუმლოების დეფინიციის დახვეწის აუცილებლობაზე, ასევე შეზღუდული გამოყენების ინფორმაციისა და სპეციალური საზედამხედველო ინსტიტუტის განს
თარიღი: 21 მარტი 2014 17:46:00
იუსტიციის სამინისტრო მომავალ იურისტებს სამართლებრივი რეფორმების პროცესში მონაწილეობას სთავაზობს. ამ მიზნით სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 11 უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის კვლევითი პრაქტიკა დაიწყო. 21 მარტს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღია კონკურსის წესით შერჩეული 13 სტუდენტს საორიენტაციო შეხვედრა/ტრენინგი ჩაუტ
თარიღი: 24 მარტი 2014 16:01:55
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ამ პოსტზე იოსებ ბაღათურია წარადგინა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იოსებ ბაღათურიას გადასვლა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე შენაძენია იუსტიციის სამინისტროსათვის, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსს კი ის უსათუოდ დააკლდება. თეა წულუკიანის
თარიღი: 25 მარტი 2014 18:53:29
25 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეთა ყურადღება კანონის უზენაესობის საკითხებზე გაამახვილა.„იუსტიციის სამინისტრო ფართომასშტაბიან რეფორმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, მაგრა