თარიღი: 11 მარტი 2016 14:06:47
იუსტიციის სახლმა ფოტოგამოფენას - „ძალადობა ქორწინების სახელით“ - უმასპინძლა. ღონისძიება არასრულწლოვანი გოგონების ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული. ფოტოგამოფენის ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობაა“, იუსტიციის სახლის საჯარო სივრცე კი ღონისძიებისათვის მოძრაობას იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა. გამოფენა თეა წულუკიანმა „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. 
თარიღი: 14 მარტი 2016 16:08:57
ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მათ გაუადვილდეთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია, რაც შეამცირებს მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას. აღნიშნული პროგრამა უ
თარიღი: 14 მარტი 2016 18:01:29
სახელმწიფო სერვისების კომფორტულ გარემოში გაცემა მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება აღარაა. 14 მარტს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში რიგით ოცდამეთორმეტე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწი
თარიღი: 15 მარტი 2016 18:49:42
იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ტაბატაძე, აგრეთვე, საფრანგეთის ელჩის ატაშე თანამშრომლობის საკითხებში მატილდა კომეტი და ატაშე შიდა უსაფრთხოების საკითხებში ბრუნო ბალდუკი.საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა საფრანგეთისა და
თარიღი: 17 მარტი 2016 13:06:41
იუსტიციის სამინისტრო მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მთავრობის სხდომამ დღეს დაამტკიცა. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რასაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ინიციატივის თ
თარიღი: 18 მარტი 2016 13:39:18
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს.  მინისტრმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში თანამედროვე ფოტოგრაფების  მიერ გადაღებული დაუნის სინდრომის მქონე პირთა პორტრეტების გამოფენა დაათვალიერა. გამოფენაზე 26 ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ დამზ
თარიღი: 21 მარტი 2016 11:26:32
იუსტიციის მინისტრი ბუქარესტში იმყოფება. თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციას ესწრება, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება. სემინარი ბუქარესტში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მასში აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანა, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს  წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის ფარ
თარიღი: 23 მარტი 2016 10:14:58
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი ჰოლგერ მიუნჰი მიიღო.  შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი და სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.მინისტრმა გერმანიის კრიმინალური სამსახურის დელეგაციის წევრებს იუსტიციის სამინისტრო
პირველი წინა 6 7 8 9 10 შემდეგი ბოლო