თარიღი: 14 აპრილი 2016 16:30:18
დედაენის დღის აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირების მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტესტირების საუკეთესო შედეგის მქონე ათი მონაწილე დააჯილდოვა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტის ავტორი ენათმეცნიერი ნინო შარაშენიძეა. ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით ორი ტიპი
თარიღი: 19 აპრილი 2016 09:15:08
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროექტი „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეებს დიპლომები გადასცა. მინისტრი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, ახალგაზრდებს კურსის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.დიპლომები პროექტში მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს გადაეცათ. კურსი მაღალი მაჩვენებლებით 50-დან 37-მა ახალგაზრდამ დაასრულა. პირველ ჯერზე ისინი იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 4-თვიან სტაჟირე
თარიღი: 20 აპრილი 2016 14:29:35
ბულგარეთის დედაქალაქი ხვალ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე იმსჯელებენ.თეა წულუკიანი მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდისა, და ბულგარეთის იუსტიციის მინისტრ ეკატერინე ზახარიევას მიწვე
თარიღი: 22 აპრილი 2016 09:30:59
2016 წლის 20 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. ევროკავშირის დელეგაცია მიესალმა ქვეყნის პროგრესს ამ კუთხით და მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელდა. კერძოდ, ევროკავშირი მიესალმება ანტიდ
თარიღი: 22 აპრილი 2016 11:37:10
სოფიაში იუსტიციის მინისტრთა და სასამართლოს ხელმძღვანელთა კონფერენციაზე − „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება კანონის უზენაესობისათვის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ − თეა წულუკიანმა საქართველოში გატარებული სამართლებრივი რეფორმები წარადგინა. მინისტრმა თავის გამოსვლაში მიმოიხილა მართლმსაჯულების სისტემის პირველი და მეორე ტალღა;
თარიღი: 26 აპრილი 2016 09:49:37
იუსტიციის მინისტრი დღეს ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომის მონაწილეებს სამართლის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ესაუბრა. თეა წულუკიანის მოხსენება „დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაცია საქართველოში“ აერთიანებდა იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით გატარდა; მათ შორის, კანონი
თარიღი: 26 აპრილი 2016 10:47:12
იუსტიციის მინისტრმა ეს განცხადება დღეს ბრიუსელში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა დაიწყო. აღნიშნული საკითხის პირველ განხილვას ევროპარლამენტის კომიტეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.„კომ
თარიღი: 26 აპრილი 2016 16:34:32
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა, რომლის მეორე სხდომა ბრიუსელში გაიმართა, რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასოცირების კომიტეტი მიესალმა საქართველოს ძალისხმევას − უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.კომიტეტი სრულად აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეული რეფორმების წარმატებას და პროგრესს ყველა იმ სფეროში, რომ