თარიღი: 03 იანვარი 2009 00:00:00
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურში პატიმარი ზაზა ც. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზიეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. ზაზა ც. 2008 წლის 17 დეკემბერს ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება - გასაღება-გამოყენების (საქ. სსკ-ის 210 მუხ. II ნაწ. „ა" პ.) ბრალდებით იყო დაკავებული
თარიღი: 04 იანვარი 2009 00:00:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა ოჯახების პატარა წევრებისათვის 3-4 იანვარს საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე ბავშვებმა ილუზიონიტს ზურაბ ვადაჭკორიას შოუ იხილეს. მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურ წარმოდგენაში, სხვადასხვა თამაშსა და კონკურსში. ღონისძიების დასასრულს პატარებს საჩუქრები დაურიგდათ.
თარიღი: 05 იანვარი 2009 00:00:00
 მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ვასილ მ. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნური და ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული პოლიორგანული მწვავე უკმარისობა გახდა. ვასილ განზრახ მკვლელობის მცდელობის (საქ. სსკ-ის 19-108მუხ.) ბრალდებით იყო დაკავებული. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
თარიღი: 05 იანვარი 2009 00:00:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროცესების გამჭირვალების მიზნით, ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო საინფორმაციო უზრუნველყოფას უწევს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდს, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნებული მასალების მრავალფეროვნებითა და განახლების ოპერატიულობით გამოირჩეოდა. შარშან იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სამინისტროში შემავალი დეპარტამენტების
თარიღი: 05 იანვარი 2009 00:00:00
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ივერ ა. გარდაიცვალა. ექიმების პირველადი დასკვნით ავადმყოფის გარდავბალების მიზეზი ღვიძლის ციროზის ფონზე განვითარებული პოლიორგანული მწვავე უკმარისობა გახდა. ივერ ა. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების (საქ. სსკ-ის 260მუხ. I ნაწ.) ბრალდებით იყო დაკავებული.
თარიღი: 06 იანვარი 2009 00:00:00
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 7 იანვარს დაბადებული 16 649 ადამიანი ცხოვრობს. 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ შობის დღეს
თარიღი: 06 იანვარი 2009 00:00:00
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარა მობინადრეებს დღეს ნოტარიუსები ესტუმრნენ, ქრისტეშობის დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და ნობათი მიუტანეს. საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას ინფორმაციით, ნოტარიუსთა შემოწირულობებით მსგავსი აქციები ხშირად იმართება. ნოტარიუსებმა ბავშვებისათვის ტკბილ
თარიღი: 08 იანვარი 2009 00:00:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II დღეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის მე-7 საპყრობილესა და ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებას ესტუმრა. პატრიარქმა პატიმრები მოინახულა, დალოცა ისინი და საჩუქრად რელიგიური ლიტერატურა, სანთლები, ხატები, საშობაო ეპისტოლე, ასევე, ტკბილეული და პროდუქტები მიუტანა. „ჩვენ დასა
იანვარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 31 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1