ალექსანდრე ტაბატაძე დაიბადა 1969 წლის 5 აპრილს ქ. თბილისში.
1997 წელს დაამთავრა  ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1991-1992 წლებში მუშაობდა შსს ოპერატიული სამმართველოს მე-2 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ინსპექტორად.
1992-1993 წლებში განაგრძო მუშაობა შსს მე-6 სამმართველოს მე-4 განყოფილების ინსპექტორად.
1993-1994 წლებში იყო შსს მე-6 სამმართველოს მე-3 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების ინსპექტორი.
1994 წელს მუშაობდა შსს ორგანიზებული დამნაშავეობის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ორგანიზებული შეიარაღებული დამნაშავეობის, ბანდიტიზმის, პროფესიონალური გამოძალვის და დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების პროფესიონალური გამოძალვის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეგანყოფილების  უფროსს ინსპექტორად.
1994-1995 წლებში იყო შსს მე-6 დამოუკიდებელი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
1995 წელს გახდა შსს ორგანიზებულ დამნაშავეობის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წ/ბ დეპარტამენტის გამოძალვის მიზნით ადამიანის გამტაცებელთა წ/ბ განყოფილების უფროსი ინსპექტორი.
1995-1996 წლებში მუშაობდა შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველოს, სახელმწიფოთაშორისო კავშირების მქონე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად.
1996 წელს განაგრძო მუშაობა ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსის მოადგილედ.
1996-1997 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის შს სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების უფროსად.
1997 წელს გახდა ქ. თბილისის შსს კრიმინალური პოლიციის  სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის და სს სამძებრო სამსახურის უფროსის მოადგილე.
1997-2000 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს შს სამმართველოს უფროსი.
2000-2001 წლებში განაგრძო მუშაობა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს უფროსად.
2001 წელს გახდა შსს სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2001-2004 წლებში მუშაობდა შსს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსად.
2004-2006 წლებში იყო შსს აკადემიის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კათედრის უფროსი.
2006 წელს განაგრძო მუშაობა შსს აჭარის ა.რ. შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროს გამომძიებლად.
2006-2007 წლებში მუშაობდა შსს აჭარის ა.რ. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
2012 წელს დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ.
2013 წელს დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.
2016 წელს დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
2014 წლის 11 სექტემბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება.
2019 წლიდან - დღემდე  იკავებს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს.
2016  წლის 13 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით  მიენიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტის უმაღლესი სპეციალური წოდება.