რატი ბრეგაძე
დაბადების თარიღი: 12 დეკემბერი, 1982


განათლება:
 

2008 – 2011 წწ.   სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - დოქტორანტურა, მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი (Dr.iur),  ჰამბურგის უნივერსიტეტი.
 

2006-2007 წწ. -  სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი - მაგისტრატურა; მინიჭებული ხარისხი : სამართლის მაგისტრი (LL.M.), ჰამბურგის უნივერსიტეტი.

2005-2006 წწ.- ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი (სამეცნიერო მივლინება).

2003 წ. - ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სასწავლო მივლინება).

2000-2005 წწ.-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი).
 

საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი. 


სამუშაო გამოცდილება:
 

2021.01.აპრილი - დღემდე  საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
 

2019-2021 წწ.   საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; მინისტრის მოადგილე.
 

2017-2019 წწ.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი.
 

2016 წ.   დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მინისტრის მოადგილე.
 

2015-2016 წწ.   სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი; აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

2012-2015 წწ.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; მინისტრის მოადგილე.

2012-2013 წწ.  სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ცენტრის უფროსი.

2011- 2012 წწ იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“(მკდ) იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი.


აკადემიური საქმინაობა:

2019 წ.  კავკასიის უნივერსიტეტი; სრული პროფესორი.

2015-2016 წწ.  სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი.  

2015 წ. საქართველოს უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი.

 

ოჯახური  მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი.