ეკა ტყეშელაშვილი დაიბადა 1977 წლის 23 მაისს თბილისში.
1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და 2001 წელს მასკის პროგრამით სწავლა გააგრძელა ნოტრ დამის უნივერსტიტეტში (ინდიანა, აშშ) ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის განხრით მაგისტრის ხარისხის მისაღებად.
1999 წლს, ასევე, მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთობლივ პროგრამაში ადამიანის უფლებების სამართლის განხრით.
2001 წელს მუშაობდა სტაჟიორად ადამიანის უფლებათა დაცვის იურისტთა კომიტეტში (აშშ, ნიუ იორკი), 2002 წელს − ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში (ჰააგა, ნიდერლანდები).
1997 წლის შემდეგ იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − მთავარი სპეციალისტი საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (1997 წლის ოქტომბრიდან 1999 წლის სექტემბრამდე); წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი − იურისტი, მრჩეველი (1998 წლის სექტემბრიდან 2000 წლის იანვრამდე).