მარიამ გოცირიძე არის პროფესიით იურისტი. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრისა და სამართლის მაგისტრის (საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულება) სასწავლო პროგრამები.
2005-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიულ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებისა და ადამიანის უფლებთა დაცვის მიმართულებებით.
2009-2010 წლებში მან წარმატებით გაიარა ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და საერთაშორისო და განვითარების სწავლებათა ინსტიტუტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო დავების გადაწყვეტაში, ძირითადი მიმართულებებით საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციულ არბიტრაჟში.
2010 წლიდან მუშაობს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით.
მარიამ გოცირიძეს აქვს სახელმწიფოს მონაწილეობით მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო და კომერციულ საარბიტრაჟო დავებში მონაწილეობის გამოცდილება საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID), საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების წინაშე, ასევე ad hoc არბიტრაჟში. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში საერთაშორისო არბიტრაჟის განვითარებასა და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.