როლანდ გილიგაშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში.
 
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1978-1983 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობისა და საგამოძიებო განყოფილების პროკურორად.

1983-1986 წლებში იყო კალინინის რაიონის პროკურორი.

1986-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

1987-1999 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

1999-2001 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა.

2001-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.