დაიბადა 1961 წლის 15 ოქტომბერს  ქ. თბილისში.

1983 წ.  დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია.
1986-94წ.  საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი; უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი მონაწილეობას იღებდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის (კერძოდ, ინგუშეთის) მთიან რაიონებში. სწავლობდა ადგილობრივ მკვიდრთა რელიგიას, ჩვეულებებსა და სოციალურ სტრუქტურას. ამზადებდა წლიურ სამეცნიერო შრომებს. წერდა და აქვეყნებდა სტატიებს ეთნოგრაფიის, ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე.
 
1992-94წ.  საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი; პოლიტიკური მიმომხილველი. ამზადებდა ყოველკვირეულ რადიო მიმოხილვას საქართველოსა და მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ. დილის სატელევიზიო გადაცემის "გამარჯობა საქართველო" ფარგლებში მიჰყავდა საუბრების ციკლი კონსტიტუციონალიზმისა და კანონის უზენაესობის თემებზე.

2002 წ.  დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;იურიდიული ფაკულტეტი.  სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.

2002-2012 წწ. იურიდიული კომპანია "პროცესი"; იურიდიულ მომსახურებას უწევდა კლიენტებს შემდეგ სფეროებში: სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

2003 წ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. გაიარა სამკვირიანი ინგლისურენოვანი ტრენინგი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პრაქტიკის საკითხებზე კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-11 მუხლებთან დაკავშირებით.

2004 წ.  ამერიკის იურისტთა ასოციაცია/ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი
ინიციატივის პროგრამა. მონაწილეობა მიიღო ერთკვირიან ინტენსიურ ტრენინგში ადვოკატთა საპროცესო უნარ-ჩვევების განვითარების დარგში, რომლის დროსაც ამერიკელმა იურისტებმა ჩაატარეს ინსტრუქტაჟი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესზე შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადებისა და წარმოთქმის, მოწმეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით.

2004 წ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია/ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი
ინიციატივის პროგრამა. აშშ-ს საელჩო. მონაწილეობა მიიღო ინტენსიურ ტრენინგში, რომელიც გაიმართა ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით. პროგრამის დასასრულს მონაწილეობა მიიღო თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში გამართულ საცდელ პროცესში.

2004 წ. Irex დაესწრო ორდღიან სემინარს, რომელიც ეხებოდა საუნივერსიტეტო სილაბუსების შედგენის ტექნიკას, აგრეთვე სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს მედიასამართალში.

2004-2011 წწ. კს "ანდრონიკაშვილი და პარტნიორები"; ადვოკატი/პარტნიორი; იურიდიულ მომსახურებას უწევდა კლიენტებს შემდეგ სფეროებში: სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესი.

2004-2005 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; მიჰყავდა მედიასამართლის კურსი ჟურნალისტიკის განყოფილების სტუდენტებისათვის.

2005 წ. -  დღემდე მიჰყავს მედიასამართლის კურსი ჟურნალისტიკის განყოფილებისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

2005 წ.  ამერიკის იურისტთა ასოციაცია/ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლებრივი ინიციატივის პროგრამა; გაიარა ადვოკატთა საპროცესო უნარ-ჩვევების განვითარების დარგში მომზადების შემდგომი ეტაპი. მიიღო მოწვევა "ტრენერების ტრენინგში" მონაწილეობის მისაღებად.

2007 წ. ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრი (CAIL) პლანო, ტეხასი, აშშ.  მოიპოვა "ფოლსომის" სტიპენდია ევროპისათვის და მისი წყალობით დაესწრო 44-ე ყოველწლიურ "ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიას". მონაწილეებს შორის იყვნენ 87 მოსამართლე, ადვოკატი და იურისტკონსულტი მსოფლიოს 32 ქვეყნიდან. აკადემიაში ლექციებს კითხულობდნენ აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამართლის სკოლების პროფესორები. პროგრამა მოიცავდა შემდეგ საგნებს: აშშ-ს კონსტიტუციური სამართალი და სასამართლო სისტემა, საერთაშორისო დავები აშშ-ს სასამართლოებში, აშშ-ს საგადასახადო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საერთაშორისო საქმიანი გარიგებები, სავაჭრო და სამომხმარებლო სამართალი, საერთაშორისო სავაჭრო სამართალი, აშშ-ს სამეწარმეო სამართალი, ელექტრონული სავაჭრო სამართალი, საერთაშორისო არბიტრაჟი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.


2007 წ. ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრი (CAIL) დალასი, ტეხასი, აშშ. დაესწრო ტრანსნაციონალური არბიტრაჟის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მე-18 ყოველწლიურ სემინარს საერთაშორისო არბიტრაჟის სფეროში სახელწოდებით `სპეციალისტების ხედვა - რთული დავები ენერგეტიკის სექტორში".

2007 წ.  ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრი (CAIL) პლანო, ტეხასი, აშშ დაესწრო წარმომადგენლობით სიმპოზიუმს სახელწოდებით `უმნიშვნელოვანესი გლობალური ბაზრები - ბრაზილია: პრობლემის ინტენსიური კვლევა".ადვოკატთა ტრენირების ეროვნული ინსტიტუტი (NITA) ლუივილი, 2006 წელს კოლორადო, აშშ. გაიარა "ტრენერების ტრეინინგი" ადვოკატთა საპროცესო უნარ-ჩვევების განვითარების სფეროში. მიიღო "ტრენერის" კვალიფიკაცია.

2007-2012 წწ.  ამერიკის იურისტთა ასოციაცია. სერტიფიცირებული ტრენერი. ატარებს საბაზისო და გაძლიერებულ ტრეინინგებს. პროფესიონალი ადვოკატებისა და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრინციპების, საპროცესო უნარ-ჩვევების განვითარებისა და სასამართლო ექსპერტიზების საკითხებში.

2008 წ.  - დღემდე კავკასიის მედიის სკოლა ასისტენტ-პროფესორი მიჰყავს მედიის სამართლის კურსი.საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

2010-2012 წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი; კოლეგებთან ერთად მუშაობდა საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დახვეწაზე. არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანაავტორი.

2011 წ. - დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი დოქტორანტურა, სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი.

2011-2012 წწ. "საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება" კოალიცია "ქართული ოცნება". იურიდიულ მომსახურებას უწევდა, როგორც "საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებას", ისე პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას", მის თავმჯდომარეს, კოალიციაში შემავალ პარტიებსა და ფიზიკურ პირებს, აგრეთვე კოალიციის წევრების კონტრაქტორ ფირმებს.