ჯონი ხეცურიანი დაიბადა 1951 წლის 23 ნოემბერს ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში.
საშუალო განათლება მიიღო ქ. ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973 წ.) და ეკონომიკის (1988 წ.) ფაკულტეტები.
1973-1976 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1976-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად.
1977 წელს ქ. ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში“.
1980-1985 წლებში მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს.
1985-1989 წლებში სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ.
1990-1992 და 1999-2000 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია, 1994 წლიდან კი − პროფესორი.
1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამოქალაქო სამართლის ფუნქციები“.
1995-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.
1999-2000 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, 6 წიგნი სამოქალაქო სამართლის, კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის პრობლემებზე. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება და უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. ჰყავს მეუღლე და შვილი.