მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში.
1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის №51 საშუალო სკოლა.
1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.
1994 წელს დაიცვა სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ის სწავლობდა როგორც ამერიკის კონგრესის სტიპენდიატი.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
მიღებული აქვს საფრანგეთში ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დიპლომი ადამიანის უფლებათა შედარებით სამართალში.
მუშაობდა ნორვეგიის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტში და ნიუ იორკის უდიდეს საადვოკატო ფირმაში.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ.
2000 წლის 24 იანვარს აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.
2001 წლის სექტემბერში პრეზიდენტის კურსისა და მთავრობაში გამეფებული კორუფციისადმი პროტესტის ნიშნად, მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.