რაჟდენ არსენიძე დაიბადა 1880 წლის 1 ოქტომბერს სოფელ სოჩხეთში.
სწავლობდა ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ შევიდა იურიევის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო იურიდიული განათლება.
თავისი პოლიტიკური მრწამსით იგი იყო სოციალ-დემოკრატი.
ციმბირში გადასახლებულმა რაჟდენ არსენიძემ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს მოაშურა.
იგი მონაწილეობდა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში.
1919 წელს რაჟდენ არსენიძე დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი იყო.
1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი იძულებული გახდა, ემიგრაციაში გახიზნულიყო.
გარდაიცვალა 1965 წლის 24 მაისს საფრანგეთში, ლევილში.