ბექა ძამაშვილი
დაბადების თარიღი: 18 იანვარი, 1989
განათლება:
2017 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამა.
2013 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საჯარო (კონსტიტუციური) სამართალი, მაგისტრის ხარისხი.
2012 წ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და სამხედრო კონფლიქტების სამართალი. სამაგისტრო პროგრამა, Queen Mary University of London.
2010 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამართლის საბაკალავრო პროგრამა;
სამუშო გამოცდილება:
2021 წლის იანვრიდან დღემდე - საქართველოს იუსტიციის სამინისტო, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2016-2020 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში;
- ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში მმართველი კომიტეტის (CDDH) წევრი;
2013-2016წწ. - ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI), ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის (GEC), ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრისა (EMCDDA) და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) საკონტაქტო პირი საქართველოში;
2013-2016 წწ.- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.
2009-2011 წწ. - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, იურისტი;
2008-2013 წწ.- ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) გენერალური მდივანი და შემდეგ პრეზიდენტი საქართველოში;
სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს წარმომადგენელი/დელეგაციის წევრი:
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე (ნიუ-იორკი, ჰააგა);
- ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში (სტრასბურგი);
- გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში (ჟენევა);
- ეუთოს ადამიანური განზომილების სხდომებზე (ვარშავა);
- ვიზალიბერალიზაციის პროცესში გამართულ მოლაპარაკებებში (ბრიუსელი).
აკადემიური საქმიანობა:
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორი.