ლადო ჭანტურია დაიბადა 1963 წლის 14 აპრილს წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში.
 
1980 წელს დაამთავრა ჯვარის პირველი საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1985 წელს.

1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქვე დაამთავრა მუშაობა სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც დაიცვა 1994 წელს.

1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ლაბორანტი, ასისტენტი და დოცენტი.

1993 წლიდან 1996 წლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩევლად.

1997 -1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1993-1996 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობით მრავალი კანონპროექტი მომზადდა, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სამართლის რეფორმას საქართველოში. 1996 წლიდან არის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.
არის სამოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.