გიორგი პაპუაშვილი დაიბადა 1972 წლის 26 დეკემბერს თბილისში.
1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.
1996-1997 წლებში სწავლობდა ქ. ბუდაპეშტში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სადაც მიიღო პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1996-2000 წლებში სწავლობდა ქ. ვაშინგტონში ამერიკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, სადაც მიიღო იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
1996-1999 წლებში მუშაობდა პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის აპარატში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ − აპარატის უფროსად.
2000 წლის შემოდგომაზე მუშაობდა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის ექსპერტად და აპარატის უფროსად.
2000 წლის დეკემბრიდან 2004 წლის მარტამდე ფონდ „ღია საზოგადოება − საქართველოს“ კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი იყო.
2004 წლის 17 თებერვლიდან 2005 წლის იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრია. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირებები ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სასწავლო ინსტიტუტებში.
კითხულობს ლექციებს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტში (GYPA). არის 6 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.