კონსტანტინე კემულარია დაიბადა 1954 წელს ქ. ხობში.
 
1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად.

1976 წელს გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად, სადაც მუშაობდა 1979 წლის ნოემბრამდე. შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1980 წელს ჩაირიცხა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი).

1980 - 1993 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის პროცესში.

1983 წელს დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც მუშაობდა 1987 წლამდე.

1987-1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

1992-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1994-1995 წლებში იყო ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის − „ინიურკონსალტინგის“−  ხელმძღვანელი. 1995 წელს მან ქ. თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისი“.

1998 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად. ხელმძღვანელობდა საკრებულოს იურიდიულ კომისიას.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

2004 წლის ივნისიდან 2005 წლის 17 თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

2005 წლის 18 თებერვლიდან 2005 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.