ევგენი გეგეჭკორი დაიბადა 1881 წელს მარტვილში.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1906 წელს.
1903 წელს შევიდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში.
1903-1904 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობაში.
არჩეული იყო მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმის ქუთაისის გუბერნიის დეპუტატად და სისტემატურად თანამშრომლობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატიულ გამომცემლობებთან.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის პერიოდში დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად. აგრეთვე, იყო ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე.
1917 წლის ბოლოდან იყო ამიერკავკასიის მთავრობის (სეიმის) თავმჯდომარე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში აქტიურად იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ.
1918 წლის 2 ივნისს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ − 1921 წელს − იუსტიციის მინისტრის პოსტი.
1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო.