ნიკა გვარამია დაიბადა 1976 წლის 29 ივნისს ქალაქ სოხუმში.

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2001 წელს დაამთავრა ასპირანტურა.

2000-2003 წლებში იყო საადვოკატო კომპანია შპს „სანდოს“ ადვოკატი.

2004 წელს მუშაობდა სს „თელასის“ იურისტად.

2004-2007 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.

2007-2008 წლებში (31 იანვრამდე) იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

2008 წლის 31 იანვრიდან 2008 წლის 27 ოქტომბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.