ჩვენი პროექტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გვერდი“ ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას − „ჩვენი პროექტი“. პროგრამა სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობაზეა მიმართული. იუსტიციის სამინისტრომ შექმნა FB-აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, მოიპოვონ დაფინანსება მათ მიერ მოფიქრებული და დაგეგმილი მოხალისეობრივი პროექტების განსახორციელებლად. პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ მასწავლებლებს სხვადასხვა სოფლიდან, რის შემდეგაც მათ თავიანთ სკოლებში ჩამოაყალიბეს სამოქალაქო აქტივიზმის კლუბები. ეტაპობრივად პროგრამაში კიდევ უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება.