ჩვენი საზოგადოება
პროექტი „ჩვენი საზოგადოება“ მიმდინარეობს 2011 წლის ნოემბრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, საქართველოს საშუალო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გავაცნოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დანერგილი ინოვაციები.

პროექტის ფარგლებში საშუალო სკოლის მოსწავლეები ეწვევიან იუსტიციის სამინისტროსა და რუსთავის იუსტიციის სახლს, ეცნობიან სამუშაო გარემოს, ესაუბრებიან სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს და ათვალიერებენ იუსტიციის სამინისტროს ახალ ბრენდს − იუსტიციის სახლს.

პროექტი გამორჩეულად ითვალისწინებს რეგიონების სკოლებისა და ეთნიკური უმცირესობების მაქსიმალურ ჩართულობას. 2012 წლის თებერვლიდან პროექტში − „ჩვენი საზოგადოება“ − ჩაერთვებიან ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებიც.

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლებს შეუძლიათ, მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: dmaisuradze@justice.gov.ge .

გთხოვთ. გაითვალისწინოთ, რომ თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 15 და არაუმეტეს 25 მოსწავლისგან, ამასთან, მიუთითოთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ვიზიტორების რაოდენობა.