განრიდება ცივი იარაღის ტარებისთვის
პროგრამის მიზანია იმ არასრულწლოვნებთან მუშაობა, რომლებიც ატარებდნენ ცივ იარაღს. პროგრამა მათ საშუალებას აძლევთ, გაიარონ ჯანსაღი ცხოვრების წესის კურსი. არასრულწლოვნებს აქვთ  შესაძლებლობა,  შეხვდნენ ადამიანს, რომელიც (ან რომლის ოჯახის წევრი) დაზიანდა ცივი იარაღით.

ისინი ისმენენ რეალურ ამბავს, რომელიც დაეხმარება მათ, გაიაზრონ დანის ტარებასთან ასოცირებული პოტენციური რისკი.

პროგრამის მიხედვით, რამდენიმე არასრულწლოვანს, რომელთაც ექნებათ  კომუნიკაციის უნარი, ჩაუტარდება ტრენინგი (peer trained). ისინი მოამზადებენ და სამ სხვადასხვა სკოლაში მათზე უმცროს მოსწავლეებს ჩაუტარებენ, ზედამხედველთან ერთად, პრეზენტაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.