პროექტი ორი თაობა
პროექტის ფარგლებში შეირჩა განრიდებული არასრულწლოვნები, რომლებიც კვირაში ერთხელ დადიან მოხუცებულთა თავშესაფარში, და ეხმარებიან მოხუცებს ყოველდღიურ საქმიანობაში: უკითხავენ გაზეთებს, ასეირნებენ ეზოში, ეხმარებიან ოთახის დალაგებასა და ეზოს მოვლაში. პროექტი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მეტი ყურადღების მიქცევას მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებისთვის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და, მეორე მხრივ, არასრულწლოვნებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქციაც, სადაც განრიდებულმა არასრულწლოვნებმა, სკოლის მოსწავლეებმა, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებს მოუწესრიგეს ბაღის სკამები, გაალამაზეს ბორდიურები, დაუსუფთავეს ეზო და დაურგეს ვარდები.