''საქართველოდან საქართველოში''
პროექტი „საქართველოდან საქართველოში“ მიმდინარეობს 2012 წლის მარტიდან და მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით გაფანტული ქართული ინტელექტუალური კაპიტალის შეკრება/ორგანიზებას; დასავლეთის უნივერსიტეტებში მოღვაწე ქართველ პროფესორთა დახმარებით ქართველი სტუდენტებისთვის სალექციო კურსის ჩატარებას; საზაფხულო ბანაკებისა და სკოლების მოწყობას; საქართველოში არსებული ახალგაზრდა კადრების გადამზადებას; ემიგრირებული პროფესიონალების დახმარებით ქართველი მკვლევარების საერთაშორისო პროფესიულ კონფერენციებსა და „Work shop“-ებში მონაწილეობას. წარჩინებული ქართველი მეცნიერების მაგალითით ახალგაზრდა მეცნიერების, მკვლევარებისა და სტუდენტების მოტივირებას/სტიმულირებას; ემიგრირებულ ინტელიგენციასა და სამშობლოს შორის კავშირის აღდგენას.

პროექტის ფარგლებში დასავლეთ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ლექტორები ჩაატარებენ ლექციებს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის; თემატიკის შერჩევა მოხდება პროფესორის პროფესიული უნარების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ასევე, მხედველობაში იქნება მიღებული ქართული აუდიტორიისთვის საჭირო და საინტერესო საკითხთა წრე.

სტუდენტების შერჩევა მოხდება სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსების საფუძველზე. ლექციები ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და თბილისის იუსტიციის სახლში.

ამ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ეტაპების დაგეგმვა და მათი შესრულება. შედგა ლექტორთა სია, რომლებთან თანამშრომლობითაც მოხდება ლექციის თემატიკის განსაზღვრა.

შემდგომ ეტაპზე იგეგმება სტუდენტებისთვის პროექტის დეტალების გაცნობა, მათი შერჩევა, ლექციის დროისა და დეტალების განსაზღვრა, ხოლო საბოლოო ეტაპზე მოხდება ლექციის ჩატარება და მისი შედეგების მონიტორინგი.

საწყის ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული პროექტი მოიცავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ხოლო შემდგომ ეტაპზე იგეგმება მისი გაფართოება.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:intellect@justice.gov.ge

ჩვენი „Facebook“-ის გვერდია: https://www.facebook.com/SakartvelodanSakartveloshifromGeorgiaToGeorgia

სტუდენტებს ლექციებში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?pli=1&formkey=dHNJRU5VN2ozZ1FJSWxxamtsX21nZkE6MQ#gid=0