„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლებს სთავაზობს შემდეგი სახის ბენეფიტებს:

- თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო;
- სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება (სტაჟის მიხედვით);
- დეპარტამენტის საუკეთესო თანამშრომლისთვის მადლობის გამოცხადება (სამუშაოს შეფასების საფუძველზე);
- დარგობრივი და უნარების ტრენინგები და სემინარები პროფესიული განვითარებისათვის;
- ინგლისური და ფრანგული ენის კურსები;
- კორპორაციული ღონისძიებები: ექსკურსია; გუნდური შეჭიდულობა; რა, სად, როდის; ჯომარდობა და სხვა.
- კორპორაციული სადაზღვევო ფასებითა და პირობებით სარგებლობა (ჯანმრთელობის დაზღვევა);
- საჩუქრები თანამშრომლებისათვის: 8 მარტი, ახალი წელი, 1 ივნისი, იუსტიციის დღე;
- კორპორაციული ფასდაკლებები;
- სატელეფონო ლიმიტი;
- საწვავი და ავტომობილი (მენეჯერული პოზიციებისათვის).“