„საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კარიერული განვითარება ხორციელდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად - თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა უწყების მიერ გამოცხადებულ ღია, დახურულ და ორგანიზაციის შიდა კონკურსებში.

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვაკანტური პოზიციის არსებობისას, სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით, თითოეული თანამშრომლისთვის განსაზღვრავს შემდეგ იერარქიულ საფეხურზე გადასვლის მზაობას. “