პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. დეპარტამენტი 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა და პასუხისმგებელია სამინისტროს მუშაობის გამჭვირვალობაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებაზე.

დეპარტამენტის ფუნქციაა:
 
- განახორციელოს ისეთი პროექტები, რომლებიც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და აამაღლებს საზოგადოების მართლშეგნებას;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;
- პრესღონისძიებების, მათ შორის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრესტურების, ღია კარის დღეების, მიღებების, პრეზენტაციებისა და სხვა ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
- უწყების მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საქმიანობისათვის საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
- მასმედიის ანალიზი  ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
- მიზნობრივ ჯგუფებთან კომუნიკაცია;
- ცალკეული პროექტისა და პროგრამისათვის პიარსტრატეგიის შემუშავება,  განხორციელება და მონიტორინგი;
- სამინისტროს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მონიტორინგი;