ანალიტიკური დეპარტამენტი კვლევასა და ანალიზზე დაყრდნობით ხელს უწყობს იუსტიციის სისტემას კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში. ამ მიზნით, დეპარტამენტი ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ატარებს შედარებითსამართლებრივ და სოციოლოგიურ კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.
ანალიტიკური დეპარტამენტი ასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობით ფუნქციებს ღია მმართველობის, კორუფციის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების თემებზე. წარმომადგენლობა მოიცავს წერილობით ანგარიშგებასა და ზეპირი მოხსენებების წარდგენას შემდეგ ორგანიზაციებში: ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO), ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD), აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პანელები, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისი (UNODC), ევროპის კავშირი (EU), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) და სხვა.
ეფექტიანი უწყებათაშორისი კოორდინაცია:
უწყებათაშორისი კოორდინაცია არის ეფექტიანი მონაწილეობითი და საკონსულტაციო პროცესების გარანტი, ისევე როგორც ჰარმონიზებული ერთიანი სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი.
ანალიტიკური დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმას, ღია მმართველობისა და ანტიკორუფციულ რეფორმას, ასრულებს რა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს. ამ მიმართულებით დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ანტიკორუფციული, ღია მმართველობისა და სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობა; არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების/დონორთა კოორდინაცია; საბჭოსა და სამუშაო ჯგუფების ადმინისტრაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; საბჭოს გაძლიერების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების მომზადების ხელშეწყობა; საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების იმპლემენტაციის
იხილეთ ანალიტიკური დეპარტამენტის
2013 წლის ანგარიში
2012 წლის ანგარიში
2011 წლის ანგარიში
2010 წლის ანგარიში