სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ეფექტიანი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. რეფორმები ხორციელდება შემდეგი მიმართულებით:
- არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტიანი პრევენცია;- საკანონმდებლობის ბაზის დახვეწა;
- პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა;
- კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია;
- არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი გადამზადება;
- კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება, სტატისტიკის დახვეწა.