საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყველა თანამშრომელსა და კანდიდატს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა და ასაკისა სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებისათვის გატარებულ ღონისძიებებში ჩართულობას, რომელიც ორმხრივ სარგებელს მოუტანს, როგორც თანამშრომელს, ასევე ორგანიზაციას.

ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრატეგია
   
ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული გეგმის ნაწილი, ითვალისწინებს ადამიანური რესურესბის მართვის სისტემის რეფორმირებას, ანუ ძირეული პრაქტიკების დანერგვასა და მონიტორინგს.