კვლევითი პრაქტიკა იურიდიული ფაკულტეტისა და სოციოლოგიის სტუდენტებისთვის ანალიტიკურ დეპარტამენტში

პროექტის მიმოხილვა
პროექტის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტისა და სოციოლოგიის სტუდენტები   გაივლიან კვლევით პრაქტიკას ანალიტიკურ დეპარტამენტში. პროექტი განხორციელდება საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს სტუდენტებისთვის კრედიტის მინიჭებას პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.

პრაქტიკის აღწერა
სტუდენტები ჩართული იქნებიან ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი სამართლებრივი და სოციალური საკითხების კვლევაში, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში.  სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გააკეთონ პრეზენტაციები, მონაწილეობა მიიღონ დეპარტამენტის შეხვედრებში, ურთიერთობა ჰქონდეთ შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან და პრაქტიკოსებთან. სასწავლო კრედიტებთან ერთად, კვლევითი პრაქტიკა სტუდენტებს განუვითარებს კვლევის ჩატარების უნარს, გაზრდის მათ ცოდნას ქვეყნის აქტუალურ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე, შესძენს მათ სამუშაო გამოცდილებას. ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები შერჩეულ სტუდენტებს გაუწევენ უშუალო ზედამხედველობას კვლევის პროცესში და პრაქტიკის განმავლობაში ეტაპობრივად შეაფასებენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს.

სამუშაო საათები
ანალიტიკურ დეპარტამენტში სტუდენტის ხელმძღვანელ თანამშრომელთან უშუალო ურთიერთობა საშუალოდ გაგრძელდება 1 საათი, ხოლო დავალებების შესრულება მოითხოვს სტუდენტისგან დაახლოებით 8-საათიან დამოუკიდებელ მუშაობას  კვირის განმავლობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამართლის მიმართულება:
  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი (დაიშვებიან სტუდენტები მე-3 კურსიდან ზემოთ);
  • ინგლისური ენის ფლობა.
სოციოლოგიის მიმართულება:
  • სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრანტი;
  • ინგლისური ენის ფლობა.
 
შერჩევის პროცესი
  • განაცხადების განხილვა;
  • უნარების და პროფესიული წერა;
  • გასაუბრება.
პროექტის ხანგრძლივობა
  • 4 თვე.
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა
პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები შეასრულებენ შემდეგი სახის სამუშაოს:
  • სტატიის ანალიზი;
  • შედარებით-სამართლებრივი კვლევის ჩატარება;
  • საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვის მომზადება;
  • სამართლებრივი სტატისტიკის მონაცემთა ბაზის ანალიზი;
  • საერთაშორისო რეიტინგების ანალიზი;
  • სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა;
  • თარგმანი.
შეფასება და სერთიფიკატები
შეფასება განხორციელდება 100-ბალიანი შკალით. პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტების შეფასების კრიტერიუმები იქნება:
  • შუალედური შეფასება - 40%
  • საბოლოო შეფასება - 40%
  • პრეზენტაცია - 20%
სერთიფიკატები გადაეცემა მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დააგროვებენ 51+ ქულას. ამასთან, სტუდენტი, რომელიც აიღებს 80+ ქულას მიიღებს კვლევითი პრაქტიკის წარმატებით გავლის სერტიფიკატს. ასევე, ყველაზე წარმატებული სტუდენტი წახალისდება.

2014 წლის ანგარიში
2013 წლის ანგარიში