არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

- საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების წინაშე სახელმწიფოს წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია; დეპარტამენტი სახელმწიფო წარმომადგენლობას ახორციელებს როგორც კომერციულ, ისე საინვესტიციო დავებზე;

-  საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამართვა;

- არბიტრაჟების ან უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;

- მიღებული გამოცდილების საფუძველზე, პოტენციური დავების პრევენციისა და ასეთ დავებზე რისკების მინიმიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება.