საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №25
2013 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
 
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
 
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“  და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
1. კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (თავმჯდომარე);
ბ) ირინე წაქაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი (თავმჯდომარის მოადგილე);
გ) რუსუდან მიხელიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
დ) გიორგი ნოზაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე) ზაურ აბაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი;
ვ) თათია ბერეკაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის კერძო სამართლის სამმართველოს მრჩეველი;
ზ) მაია ბრეგვაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის კერძო სამართლის სამმართველოს მრჩეველი.
 
2. საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენელს;
ბ) კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენელს;
გ) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენელს;
დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს;
ე) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
ვ) „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს;
ზ) „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელს;
თ) საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელს;
ი) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს;
კ) საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს;
ლ) Eასტ-ჭესტ Mანაგემენტ Iნსტიტუტე-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (ჟILEP) წარმომადგენელს;
მ) Dეუტსცჰე შტიფტუნგ ფüრ Iნტერნატიონალე ღეცჰტლიცჰე ძუსამმენარბეიტ (Iღძ) ე.ვ.-ის წარმომადგენელს;
ნ) Dეუტსცჰე Gესელლსცჰაფტ ფüრ Iნტერნატიონალე ძუსამმენარბეიტ (GIძ) GმბH-ის წარმომადგენელს;
ო) თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელს;
პ) დავით ბასლანძეს - შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორს;
ჟ) ლაშა ნოდიას - შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მმართველ პარტნიორს;
რ) მანანა ნასარიძეს - შპს „მედიატორი - ლ“-ის წარმომადგენელს;
ს) როინ მიგრიაულს - სამართლის დოქტორს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს;
ტ) გიორგი მარიამიძეს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს;
უ) მაია სულხანიშვილს - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს;
ფ) ნანა ამისულაშვილს - შპს იურიდიული ფირმა „VBAთ“-ის პარტნიორს.
 
3. დამტკიცდეს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს თანდართული დებულება.
 
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი        დავით ჯანდიერი
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    





 
კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს დებულება
 
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
 
1. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    
მუხლი 2. საბჭოს სტრუქტურა
 
1. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით ან წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    
მუხლი 3. საბჭოს ამოცანები და უფლებამოსილებები
 
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება;
ბ) კერძო სამართლის ცალკეული მიმართულებების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადება;
გ) კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია.
2. კერძო სამართლის ცალკეულ მიმართულებებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტებს საბჭო წარუდგენს იუსტიციის მინისტრს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს მას მითითებებს მომზადებულ კანონპროექტში კორექტივების შეტანის შესახებ ან იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიციირების თაობაზე.
3. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საბჭო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    
მუხლი 4. სამუშაო ჯგუფები
 
1. საბჭო ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებების და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.
3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საბჭო. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ.
4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
 
    Dესცრიპტიონ: ჰტტპს://მატსნე.გოვ.გე/ტემპლატეს/ჯა_პურიტყ/ცსს/იმაგეს/პლუს.გიფ    
მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზება
 
1. საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე ან თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.
3. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.
4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია საბჭოს სხდომის ვადამდე მოწვევა საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
5. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტი.
6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
 
        
 
მუხლი 6. დასკვნითი დებულება
 
საბჭოს დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.