საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებით შეიქმნა საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამინისტროებისა და მოცემულ სფეროში უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლები, ასევე, სპეციალურად მოწვეული პირები საქართველოს პარლამენტიდან, რომლებიც სარგებლობენ სათათბირო ხმის უფლებით. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, სათათბირო ხმის უფლებით, საბჭოს მუშაობაში შესაძლებელია, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აგრეთვე, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა.
დებულების თანახმად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ერთი წლის ვადით. მისი ძირითადი ამოცანაა საქართველოს მიწის მართვის განვითარების საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ასევე, ახალი გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შემოღებასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება. ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და ანალიტიკური საქმიანობის უზრუნველყოფისთვის შექმნილია საკოორდინაციო საბჭოს აპარატი, რომლის საქმიანობასაც ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს საბჭოს თავმჯდომარე.
აღნიშნულ სფეროში ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფის მიზნით საკოორდინაციო საბჭომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა. ამასთან, საკოორდინაციო საბჭო თავისი საქმიანობის ამოცანებისა და მიზნებისათვის უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია.
საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მისი ფუნქციონირების ვადის ამოწურვისას თავისი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.