თარიღი: 23 თებერვალი 2015 11:49:28
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირველ მოადგილე ალექსანდრე ბარამიძესთან ერთად სამართლის გლობალურ სამიტს დაესწრება, რომელიც ლონდონში იმართება. ღონისძიებაში აშშ-ის, ევროპის, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წამყვანი იურისტები − იუსტიციის მინისტრები; სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადვოკატთა და იურისტთა ასოციაციების, საარბიტრაჟო სასამართლოს, პროკურატურის წარმომადგენლები, მონაწილეობენ. 
თარიღი: 23 თებერვალი 2015 14:15:41
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრა ლონდონში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი რევაზ გაჩეჩილაძე მასპინძლობდა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწუ