თარიღი: 20 თებერვალი 2015 11:47:09
იუსტიციის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა.  თეა წულუკიანმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და რეგიონული სამსახურების თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა. თეა წულუკიანი ქართული ენის მასწავლებელსაც შეხვდა, რომელიც 20 წელია, ფოკელ ბავშვებს ასწავლის.
თარიღი: 20 თებერვალი 2015 15:05:59
იუსტიციის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთის დეპუტატებთან ერთად აქტიურად მუშაობს სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად, რის შედეგადაც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რეგისტრირებული სომხეთის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აღნიშნული პრობლემა უკვე მოუგვარდა. იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგებს ცხადყოფს